დღევანდელი საწვრთნელი სისტემა შეიცავს სხვადასხვა ფაზას. დაწყებული მიწაზე ფრთითა და ჩანთით სირბილიდან, დამთავრებული გორის ციცაბო ფერდზე დაშვებით, სტუდენტი სწავლობს ფრენის ძირითად უნარებს, თანმიმდევრობით. ყოველი მომდევნო, წინა გაკვეთილის გაგრძელებას წარმოადგენს. თანდათან სტუდენტის საფრენოსნო უნარ-ჩვევები იხვეწება, იმატებს თავდაჯერებულობაც და ნელ-ნელა დავალებაც რთულდება, შედარებით ძლიერი ქარითა და თერმული ნაკადებით. სწავლის პროცესი არასდროს მთავრდება, არამხოლოდ ახალბედებისთვის, არამედ გამოცდილი პილოტებისთვისაც. კარგი პილოტი ყოველთვის სწავლის პროცესშია, მუდამ ცდილობს იმუშაოს საკუთარ თავზე და გახდეს უფრო კარგი მფრინავი.
იმისათვის, რომ შეძლო პარაპლანით დამოუკიდებლად ფრენა, უნდა მიიღო შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია გთავაზობთ პარაპლანის შემსწავლელ კურსს. ძირითადი სასწავლო ლოკაცია არის თბილისის ზღვის მიმდებარეთ (იხ. რუკაზე), თუმცა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, იგეგმება გასვლითი ფრენები განსხვავებულ ლოკაციებზეც. დეტალური ინფორმაციისთვის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 598403606 - გიორგი შავერდაშვილი, პილოტ-ინსტრუქტორი.