ზოგადი მიმოხილვა

ზოგადი მიმოხილვა

 

 

რა არის პარაპლანი ?

 

პარაპლანი  არის  თავისუფლად მფრენი საჰაერო ხომალდი. პილოტი ზის სპეციალურად შეკერილ სკამში, რომელიც მიმაგრებულია უშუალოდ პარაპლანზე. მის ფორმას აყალიბებს ფრთის წინ არსებული ხვრელებიდან, მაღალი წნევით შემავალი ჰაერი.  იგი გახლავთ ძალიან მსუბუქი და კომპაქტური, დაკეცილ მდგობარეობაში ის ზურგჩანთაში ეტევა, ამის გამო მისი გადატანა ადამიანისთვის მარტივია.

 

 

 

რა არის პარაგლაიდინგი ?

 

პარაპლანით საფრენად  საჭიროა თბილი ჰაერის მასა, რომელიც მას ეხმარება სიმაღლის აკრეფვაში.  ამწევი ძალის წარმომქმნელი ძირითად წყაროდ კი  გამთბარი მიწის ზედაპირი გვევლინება, რის შედეგადაც წარმოიქმნება აღმავალი ჰაერის ნაკადები, ე. წ. „თერმიკი“ .  ასევე, როდესაც ქარი უბერავს მთის  კალთაზე გარკვეული კუთხით, წარმოიქმნება დინამიური ნაკადები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვინავარდოთ პარაპლანით მთის ქედის გასწვრივ.

 

მაღალმთიან რეგიონებში ძირითად ამწევ ძალას წარმოადგენს „თერმიკი“. ბევრი გამოცდილი მფრინავი იყენებს ბუნების ამ საოცარ მოვლენას, რათა იფრინოს მარშუტზე ასობით კილომეტრი.

 

შედარებით დაბალმთიან რეგიონებში კი საფრენად ძირითადად  გამოიყენება მთის კალთისა და ქარის მიერ ერთობლივად წარმოქმნილი დინამიური ნაკადების ამწევი ძალა.


ფრენის განრიგი

საფრენი ადგილი ფრენის თარიღი
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 29 ივლ 2022 13:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 26 ივლ 2022 13:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 20 ივნ 2022 12:00 - 18:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 19 ივნ 2022 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 30 მაი 2022 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 29 მაი 2022 11:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 26 მაი 2022 12:00 - 19:00
გუდაური კანიონი / Gudauri Canyon 02 აპრ 2022 11:00 - 17:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 02 აპრ 2022 12:00 - 18:00
გუდაური კანიონი / Gudauri Canyon 30 მარ 2022 13:00 - 17:00
ფრენების კალენდარი